Solo Residence-ის დახურული ტერიტორია 5036 კვადრატულ მეტრს მოიცავს. კომპლექსი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: 24-საათიანი დაცვა და ვიდეოთვალთვალი, მიწისქვეშა და ღია პარკინგი, აქვაპარკი მაღალი სტანდარტის 3 აუზით, ღია და დახურული ბარ-რესტორანი, ქოვორქინგ-ბარი, ფიტნეს-ცენტრი, ჰიპერმარკეტი, მწვანე ეზო, ბარბექიუსა და პიკნიკის ზონა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა უსაფრთხო საბავშვო გასართობი ზონა.
Solo Residence საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა საქმიანობით დაკავდეთ და შექმნათ საკუთარი კომფორტის ზონა იდეალური ცხოვრებისა და დასვენებისთვის. პროექტის მნიშვნელობას განსაზღვრავს გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ინოვაციური მიდგომა. ვაშენებთ საერთაშორისო ხარისხის მასალებით. Solo Residence-ის გამოცდილებაშია ისეთი ცნობილი პროექტები, როგორიცაა BI Residence, Palm Residence და Black Sea Line. კომპლექსი სრულად გაზიფიცირებულია და აღჭურვილია მოქმედი ხანძარქრობის სისტემით.